თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო წარმატება „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში 
25-02-2026

თბილისის N175 საჯარო სკოლაში მოსწავლეების საამაყო წარმატებით ამაყობენ.

მოსწავლეებმა - მარიამ ნოზაძემ, ნინი ნოზაძემ, დემეტრე ცაბაძემ, რუსუდან ლალიაშვილმა, მარიამ მამულაშვილმა, მარიამ ხაჩიძემ, ლიზი ციმაკურიძემ, გიორგი კვანტალიანმა წარმატებით იასპარეზეს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში.

მე-9 კლასელმა მარიამ მამულაშვილმა ბრწყინვალე შედეგები აჩვენა როგორც მათემატიკის, ისე ინგლისური ენისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადებში და შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. ამასთან, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. 

მე-7 კლასელი რუსუდან ლალიაშვილი ინგლისური ენის ოლიმპიადის შესაბამისი კლასის აბსოლურური ჩემპიონია. 

მე-2 კლასელი გიორგი კვანტალიანმა საუკეთესო შედეგები მათემატიკის ოლიმპიადაში.

მე-5 კლასელი დემეტრე ცაბაძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულის წევრია. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში ირიცხება მე-4 კლასელი ნინი ნოზაძე. 

მე-5 კლასელი მარიამ ნოზაძეც ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულშია. 

მე-9 კლასელი ლიზი ციმაკურიძე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის საამაყო მონაწილეა. 

მე-7 კლასელმა - მარიამ ხაჩიძემ ინგლისური ენის ოლიმპიადაში აჩვენა საამაყო შედეგი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ მოსწავლეთა წარმატების შესახებ „ეტალონისგან“ ოფიციალური წერილიც მიიღო. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მორიგ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203