ალათუმანის საჯარო სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა 
25-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავი აღნიშნეს.

სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებაში სკოლის მე-3, მე-4, მე-5 და მა-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიხ დამსწრე საზოგადოების წინაში საინტერესო სანახაობით წარდგნენ. ბავშვებმა ისაუბრეს ჰოვანეს თუმანიანის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე,  ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს და გააცოცხლეს მისი ლექსები და ზღაპრები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს მწერლის საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის ჰუმანისტურ იდეებს, ეროვნული ღირებულებებსა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა სომხური ლიტერატურის შესახებ, განუვითარდათ კითხვის, გააზრებისა და ტექსტის ანალიზის უნარი, ასევე საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარები. 

„ამ აქტივობით მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც მათ სამომავლოდ სასწავლო და სოცალურ საქმიანობაში დაეხმარებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიების ორგანზატორი გახლავთ ალათუმანის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აქსანნა მიქაელიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203