პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საქველმოქმედო სპექტაკლი 
25-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა იყო, ფულის ერთეულები, რიგები, საათის ცნობა.

კომპლექსურ დავალებას საქველმოქმედო ღონისძიება მოჰყვა. პედაგოგ ვარა გალიბინის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასელებმა საქველმოქმედო სპექტაკლი დადგეს. პატარებმა სცენაზე - „წითელქუდა“ და „ჭიანჭველა და ფუტკარი“ გააცოცხლეს. 

სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. თანხა ბერი ანდიას სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203