როდის არის მოსწავლის მობილობა დაუშვებელი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ
03-03-2026

მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სკოლაში არსებობს თავისუფალი ადგილები.

მობილობის მსურველმა პირმა თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია უნდა შეამოწმოს მიმღებ სკოლაში.

მობილობის პროცესის დასაწყებად მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სკოლას, სადაც მოსწავლის გადასვლა იგეგმება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის ასევე წერილობით მიმართავს სკოლას, რომელშიც მოსწავლე რეგისტრირებულია, მოსწავლის ამორიცხვის თაობაზე.

მობილობა დაუშვებელია:

  • პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე;
  • სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • მე-12 კლასელებისათვის - მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.

გამონაკლისი შემთხვევები: თუ არსებობს ობიექტური მიზეზები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო (საგანმანათლებლო რესურსცენტრი), რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები სკოლა, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში — შესაბამისი განათლების სამინისტრო, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე ზემოაღნიშნულ შეზღუდულ პერიოდშიც კი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203