
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში დირექტორი დარეჯან კვაშილავა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები პასუხისმგებლობას სწავლობენ, მიზნებისკენ სვლას ეჩვევიან და ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს იძენენ.
როგორც სკოლის დირექტორი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში აღნიშნავს, თანამედროვე სკოლამ უნდა შექმნას მხარდამჭერი და წამახალისებელი გარემო, სადაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს და იძენენ უნარებს, რომლებიც ცხოვრებისთვის ამზადებს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ყურადღებით მიუდგება მასზე დაკისრებულ დავალებას და შეასრულებს კეთილსინდისიერად და დამოუკიდებლად.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და მოტივაცია
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- უნდა განუვითაროს უნარები და მოამზადოს რათა მოერგოს ცხოვრების მომდევნო ეტაპებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ხელს უწყობს თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარებს, ეხმარება სოციალურ და ემოციურ განვითარებაში.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე აქტიურად არის ჩართული პროცესში, აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. არსებობს მხარდაჭერა და წახალისება.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- პასუხისმგებლობის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ინტერესებმა, შესაძლებლობებმა და იმ ადამიანებმა ვინც მხარს მიჭერდნენ და მოტივაციას მაძლევდნენ.