
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარიზებულია, მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში კი - წახალისებული.
ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება ტარდება.
ახლახან, სკოლაში გაიმართა მხიარული, ენერგიული და ძალიან სახალისო შეჯიბრი მე-6ა და მე-6ბ კლასების მოსწავლეთა შორის. ღონისძიება ჩატარდა მასწავლებლების - ქეთევან პაპოშვილის და დავით ცინცარაშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდურობა, სპორტული სული, სისწრაფე და დიდი ენთუზიაზმი. დარბაზი სავსე იყო ემოციებით, გულშემატკივრების მხარდაჭერითა და გამარჯვების სურვილით.
შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულ გუნდს საზეიმოდ გადაეცა თასი.
„ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: