არაგვის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდის მორიგი გამარჯვება - რეგიონის ჩემპიონები ასპარეზობას ქვეყნის პირველობისთვის აგრძელებენ
25-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში ფრენბურთელ გოგონათა გუნდის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

21 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონალური ჩემპიონატი მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა არაგვის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. გოგონებმა ბრწყინვალე გამარჯვება და პირველი ადგილი მოიპოვეს. 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჩემპიონი გოგონები ასპარეზობას ქვეყნის პირველობისთვის გააგრძელებენ თბილისში.

სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის თემი უდიდესი სიამაყით ულოცავს სოფელ არაგვის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს და მათ მწვრთნელს, სპორტის მასწავლებელს, მანუკ დავთიანს ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს საქართველოს ჩემპიონატზე პირველობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203