საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასელებმა „ლამბალო და ყაშა“ თეატრის სცენაზე ნახეს 
25-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის წმინდა სოლომონ მეორეს სახელობის VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - იოსებ აფაქიძის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით შესრულებულ სპექტაკლი - „ლამბალო და ყაშა“ ნახეს. 

მოსწავლეები მოიხიბლნენ მსახიობთა ოსტატობით, ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსსა და მთავარ სათქმელს კიდევ უფრო ჩაუღმავდნენ და თეარტიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203