„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც გამომდინარეობს მოსწავლეთა ინტერესებიდან“- თორიის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი 
25-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ. სერგეი პეტროსიანი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას დიდი სიყვარულით ემსახურება. მისი თქმით, სკოლა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, ეხმარებოდეს გამოწვევებთან გამკლავებაში, ამიტომ აღმზრდელობითი კომპონენტი მნიშვნელოვანია.

ამ მიდგომებით კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში მუდმივად ვესაუბრებით მის როლსა და მნიშვნელობაზე.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- კარგი გარემო, მშობლები, მასწავლებლები, წარმატებული ადამიანების მაგალითები ცხოვრებაში, კარგი განათლება და აღზრდა

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- განათლებასთან ერთად, სკოლები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა აღზრდაში. მათ უნდა განუვითარონ ის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომელთა დახმარებითაც გადალახავენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრობა აუმჯობესებს ურთიერთობის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარს და ხელს უწყობს ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობებს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-  გამომდინარეობს მოსწავლეთა ინტერესებიდან.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- სოციალური, აკადემიური, პიროვნული, კოგნიტური. 

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემმა მშობლებმა, მათემატიკის მასწავლებელმა და ბავშვების სიყვარულმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203