„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე არც ერთი პირი ოფიციალურად ბრალდებული არ არის“ - ანგარიში
25-02-2026

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა, - ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მონიტორინგის გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ ასაბუთებს: „კომიტეტის მოსაზრებების იმპლემენტაციის მიზნით, სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღო, თუმცა, არა საკმარისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს სახელმწიფოსთან დიალოგი ინდივიდუალური რეპარაციისა (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) და სისხლის სამართლის გამოძიების საკითხებზე“.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი თქვეს იურისტებთან კომუნიკაციაზე, რაც, კომიტეტის შეფასებით, შესაძლოა, მიუთითებდეს მათზე განხორციელებულ არასათანადო ზეწოლასა და გარე გავლენაზე.

კომიტეტი ამბობს, რომ სახელმწიფომ განმეორებით უნდა შეაფასოს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ჯერ ისევ რჩებიან ნინოწმინდის პანსიონში.

კომიტეტის ანგარიში ხაზს უსვამს გარემოებას, რომ 2021 წლის 3 ივნისს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა. არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული, არცერთი დაზარალებულია აღიარებული “დაზარალებულად” ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში და არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული გაცხადებული დარღვევების თაობაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203