
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაღალი კლასის მოსწავლეებმა, მშობლიური ენის მასწავლებლის - ანაჰიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობა.
2000 წლის თებერვლიდან მშობლიურ ენის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: