„დროის სწორი მართვა და დაგეგმვა“ - იყალთოს საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივით, საინტერესო ტრენინგი ჩატარდა
25-02-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

23 და 24 თებერვალს, თვითმმართველობის თავმჯდომარის - მარიამ ლაჩაშვილის ინიციატივით, V-XI კლასებში ჩატარდა საჭირო და საინტერესო ტრენინგი თემაზე - „დროის სწორი მართვა და დაგეგმვა“. 

აქტივობა მიზნად ისახავდა დროის ღირებულებების გაცნობიერებას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ტრენინგი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203