სულდის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა 
25-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა, რომელშიც მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვება კი მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203