იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე შემოქმედებითად აღნიშნეს
25-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

19 თებერვალს, პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლ ჰაიკანუშ კარაგებაკიანთან ერთად, სომეხი მწერლისა და პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავი აღნიშნეს და წიგნის ჩუქების დღე მოაწყვეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. 

პატარებმა ასევე მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს, ზღაპრები დადგეს და ერთმანეთს წიგნები აჩუქეს. 

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღელი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203