თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
25-02-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

ახლახან, მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

დაჯილდოვდნენ მოსწავლეები - გიორგი ონიანი, ლუკა ქეთიშვილი და ანასტასია ზამბახიძე. 

მოსწავლეებს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება პედაგოგებმა მიულოცეს და სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203