
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. ბავშვები ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
დღეს სკოლის დირექცია ქუთაისის N19 საჯარო სკოლის VIბ კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - თევდორე ძნელაძეს გვაცნობს.
მოსწავლე TOEFI-ის საერთაშორისო ტესტირების გამარჯვებულია.
მოსწავლის ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ დავდარიანი გახლავთ, დამრიგებელი კი - მარიკა დათუაძე.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საუკეთესო ბიჭს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
Test of English as a Foreign Language (TOEFI) არის წამყვანი ინგლისური ენის კომპეტენციის ტესტი აკადემიური მიზნებისთვის, რომელსაც აღიარებს 13 000-ზე მეტი ინსტიტუცია 160-ზე მეტ ქვეყანაში. ის ზომავს კითხვის, მოსმენის, საუბრისა და წერის უნარებს.
იხილეთ ფოტოები: