განათლების სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო - პრიორიტეტული პროგრამები და სხვა დეტალები ცნობილია
25-02-2026
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო.
 
განაცხადის მიღება შეუძლია ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება და განეკუთვნება 2026 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
 
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის ყოველი თვის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში.
2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, განაცხადის ფორმები და განაცხადის მიღების კალენდარი იხილეთ შესაბამის ბმულებზე:
 
პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, განხორციელებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიზნით, განისაზღვროს 2026 წლის პრიორიტეტები:

ა) განათლება (011);
ბ) ხელოვნება (021);
გ) აღრიცხვა და დაბეგვრა (0411);
დ) ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა (0412);
ე) მენეჯმენტი და ადმინისტრირება (0413);
ვ) ლოგისტიკა (0413.3.2);
ზ) ტვირთების ექსპედირება (0413.3.3);
თ) საბითუმო და საცალო გაყიდვები (0416);
ი) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები (051);
კ) გარემო (052);
ლ) ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (061);
მ) ინტერდისციპლინური (068);
ნ) ინჟინერია და საინჟინრო საქმე (071);
ო) წარმოება და გადამუშავება (072);
პ) არქიტექტურა და მშენებლობა (073);
ჟ) ინტერდისციპლინური (078);
რ) სოფლის მეურნეობა (081);
ს) მეტყევეობა (082);
ტ) მეთევზეობა (083);
უ) ვეტერინარია (084);
ფ) ინტერდისციპლინური (088);
ქ) ჯანდაცვა (091);
ღ) სოციალური კეთილდღეობა (092);
ყ) ინტერდისციპლინური (098);
შ) პერსონალური მომსახურებები (101);
ჩ) ჰიგიენა და პროფესიული ჯანმრთელობის მომსახურებები (102);
ც) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები (103);
ძ) ტრანსპორტის მომსახურებები (104);
წ) ინტერდისციპლინური (108)
 
განაცხადის მიღების კალენდარი იხილეთ შესაბამის ბმულებზე:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203