ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-02-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

20 თებერვალს, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ.

მე-9 კლასის დამრიგებელმა, მაია რიჟამაძემ ენის სიწმინდის დაცვაზე ზრუნვის მიზნით სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონიდან გააცნო ძველი ქართული სიტყვები და მათი დღევანდელი მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ საუბარში არ იხმარონ ჟარგონები და ისაუბრონ გამართული ქართულით.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203