თბილისის N124 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ვიდეორგოლის კონკურსში და კეთილ საქმეში დახარჯული მოგებული თანხა
24-02-2026

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის -  ლანა ბერანძის, ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ. 

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივით, სკოლებს შორის ჩატარდა ვიდეორგოლის კონკურსი, თემაზე - „ემპათია ადამიანებს შორის“. 

შეხვედრა გაიმართა საქართველოს კინოაკადემიაში, სადაც მოხდა ხმების დათვლა და უმრავლესობის ხმით თბილისის N124 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან -  ნათია გრიგალაშვილი, მარიამ წიგნაძე, კატო ინდუაშვილი, სალომე გოგოლაძე და მარი ქოიავა.

სცენარის და იდეის ავტორი გახლავთ გუნდის ხელმძღვანელი ლანა ბერანძე. „მისმა გაზიარებულმა გამოცდილებამ გამარჯვება მოგვიტანა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ საამაყო წარმატებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა ყველას: გუნდის წევრებს, გიორგი მასწავლებელს, ირმა კეკელიას სადამრიგებლოს და ყველა იმათ, ვინც გვერდში დაგვიდგა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოგებული თანხით სკოლაში არსებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, გუნდის წევრებმა შეიძინეს საჭირო რესურსები და გადასცეს შემოწირულობის სახით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203