თბილისის N141 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე დემეტრე ცხადიაშვილი საერთაშორისო სპორტული ტურნირიდან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა 
24-02-2026

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის დემეტრე ცხადიაშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

კვიპროსში ქალაქ ნიქოზიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „ხრიტოდულიდის თასი“, სადაც თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-7 კლასელმა დემეტრე ცხადიაშვილმა ორ წონით კატეგირიაში წარმატებით იასპარეზა და მოიპოვა ოქროს და ბრინჯაოს მედალი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203