
თბილისის N143 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რათა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მე-8ა და მე-8ე კლასების მოსწავლეებმა, ერთობლივად, პედაგოგ თამარ გაგნიძის ხელმძღვანელობით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ჯერომ სელინჯერის - „თამაში ჭვავის ყანაში“ წაიკითხეს, ერთმანეთს ხმამაღლა კითვის სიხარული გაიზიარეს და თავადაც შეიტანეს წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში პოპულარული მოვლენაა, რომელშიც ერთვება 90 მილიონზე მეტი ადამიანი ასზე მეტი ქვეყნიდან. ისინი ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.
იხილეთ ფოტოები: