
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლის - გიორგი ჯიქურის საამაყო წარმატებით ამაყობენ.
მე-4 კლასელემა წარმატებით იასპარეზა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში.
გიორგი ჯიქურმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე მათემატიკის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადებში. მოსწავლე საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის ლიდერთა ათეულში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ მოსწავლის წარმატების შესახებ „ეტალონისგან“ ოფიციალური წერილიც მიიღო.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„იცნობდეთ ჩვენი სკოლის მე-4ა კლასის საამაყო მოსწავლეს - გიორგი ჯიქურს!
მან გამორჩეულ შედეგებს მიაღწია საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" 2025 წლის შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში და გახდა საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულის ღირსეული წარმომადგენელი!
ვულოცავთ გიორგის და კიდევ უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: