თბილისის N142 სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
24-02-2026

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

სკოლაში მოსწავლეთა მორიგ მიღწევებს აღნიშნავენ. 

N142  საჯარო სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით იასპარეზა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში. ისინი დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საფეხურის სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით.

სკოლაში ახარებთ მათი წარმატება და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ეს წარმატება მათი მონდომების, შრომისმოყვარეობისა და პედაგოგების პროფესიონალიზმის შედეგია. ვულოცავთ თითოეულ მათგანს მიღწეულ წარმატებას!  ჩვენი სკოლა მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203