თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ
24-02-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ „ევროპის უნივერსიტეტს“, სადაც პირველადი დახმარების კურსი გაიარეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების, თვითფლობისა და იმ საბაზისო სამედიცინო უნარების განვითარება, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო.

ვიზიტის ფარგლებში, ბავშვებმა პროფესიონალების დახმარებით პრაქტიკულად აითვისეს სხვადასხვა გადაუდებელი მანიპულაციების წესები.

„მსგავსი აქტივობები ეხმარება მოზარდებს, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, რომელთაც შესწევთ ძალა, საჭირო დროს სხვას დახმარება აღმოუჩინონ. მადლობას ვუხდით ევროპის უნივერსიტეტს მასპინძლობისა და ამ მნიშვნელოვანი გამოცდილებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203