„სკოლა მოსწავლეს ცოდნასთან ერთად უნდა აძლევდეს გამოცდილებას - გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს“-ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი
24-02-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლას დირექტორი შახალ ისმაილოვი მრავალი წელია წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლე-მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და მამოტივირებულ გარემოს უზღუნველყოფს და სამაგალითოა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. 

მისი თქმით, სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებასაც გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულს, ახარებს რომ საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებულ და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლას დირექტორი შახალ ისმაილოვი პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- პირადი მაგალითით ვუჩვენებთ მას. ბავშვისათვის იმის, თქმა რომ იყოს პასუხისმგებლიანი, საკმარისი არ არის, უფრო ეფექტურია, მას დავანახოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- თავდაჯერებულობა და მიზანსწარაფულობა, რომლის გამოვლენასაც სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- გამოცდილებასაც სწორად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც მას ცხოვრებაში შეხვდება.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრობა ზოგადად ხელს უწყობს მოსწავლეებში მრავალი მნიშვნელოვანი თვისების განვითარებას, სკოლაში დაწყებული მეგობრობა უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ნარჩუნდება.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლეები მონდომებულნი არიან, სკოლა რესურსებით მდიდარია, უსაფრთხო გარემოა, პედაგოგების მოტივაცია მაღალია.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- ჩემი აზრით ეს არის კრიტიკული აზროვნება, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება განსაზღვროს რა არის მნიშვნელოვანი, გადაწყვიტოს ამოცანა ეფექტურად, შეაფასოს იდეები საღი თვალით, გამიჯნოს ჭეშმარიტი ყალბისაგან.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ჩამინერგეს სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული, გამიჩნდა სურვილი მეც მიმეღო მონაწილეობა და შემეტანა წვლილი მომავალი ღირსეული თაობის აღზრდის საქმეში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203