
თბილისის N96 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორის, სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - თამარ ნანუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში, რომელიც ისრაელის საელჩოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ისრაელის საელჩოსგან მიიღეს მადლობის წერილი და სერტიფიკატები.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა და მათ წარმატებას ულოცავენ.
გარდა ამისა, სკოლაში მადლობას უხდიან მე-9ა კლასის დამრიგებელს - დავით გიგოშვილსა და მე-9ა კლასის მოსწავლეს - ლიკა ადამოვას საკონკურსო ვიდეოს მომზადებასა და დამონტაჟებაში შეტანილი წვილილისთვის.
იხილეთ ფოტო: