
თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საამაყო წარმატებას ზეიმობენ.
სკოლის მოსწავლეებმა - გაბრიელ ახვლედიანმა (II კლასი), ლუკა ასპანიძემ (II კლასი), ნუცა არჯევანიძემ (IV კლასი) და ნატალი არჯევანიძემ (V კლასი) წარმატებით იაასპარეზეს „ეტალონის“ მათემატიკის ოლიმპიადაში და საქართელოს მასშტაბით, კლასის შესაბამისად, ლიდერთა ათეულში მოხვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეული წარმატება საზეიმოდ მიულოცეს. სკოლის დირექტორმა, ია ღვინაძემ, პირადად გადასცა ბავშვებს კუთვნილი დიპლომები და მათ გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ მოსწავლეთა წარმატების შესახებ „ეტალონისგან“ ოფიციალური წერილიც მიიღო.
„ჩვენი პატარების დიდი გამარჯვება! არაფერია იმაზე სასიხარულო, როდესაც ხედავ, როგორ გვირგვინდება ჩვენი მოსწავლეების შრომა და მონდომება ასეთი ბრწყინვალე აღიარებით.
გვინდა სიამაყით გაგაცნოთ ჩვენი სკოლის ის გამორჩეული მოსწავლეები, რომლებმაც პროექტ „ეტალონის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგები აჩვენეს და „ოქროს ათეულში“ დაიმკვიდრეს ადგილი:
გაბრიელ ახვლედიანი (II კლასი);
ლუკა ასპანიძე (II კლასი);
ნუცა არჯევანიძე (IV კლასი);
ნატალი არჯევანიძე (V კლასი).
თითოეული მათგანის წარმატება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. პროექტმა „ეტალონმა“ სკოლას ოფიციალური მადლობა გადაუხადა ასეთი ნიჭიერი თაობის აღზრდისა და აქტიური ჩართულობისთვის.
ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!
ბავშვებო, თქვენ ჩვენი სკოლის იმედი და სიამაყე ხართ! გისურვებთ, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს იმ დიდი გზისა, რომელიც წინ გელით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: