„ყველაზე გონიერი, სწრაფი და მოხერხებული“ - ერკეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა 
24-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარებული ინტელექტუალური ღონისძიება - „ყველაზე გონიერი, სწრაფი და მოხერხებული“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებისა და მშობლებისაგან დაკომპლექტებული ორი გუნდი - „ქარიშხალი“ და „ელვა“.

გუნდის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აზროვნების სისხარტეში, სისწრაფესა და მოხერხებულობაში. აქტიურ მოსწავლეებსა და მშობლებს გადაეცათ სერტიფიკატები ნომინაციებში - „მოაზროვნე“, „ყველაზე მოხერხებული“ და „ყველაზე სწრაფი“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203