თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEM ოლიმპიადის მე-2 ტურში წარმატებით გადავიდნენ 
24-02-2026

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატეებაა

19 იანვარს გაიმართა STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეები. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა 125 სკოლა. 

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ტურში გადავიდნენ. სულ შემდეგ ტურში 63 სკოლა გადავიდა. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და გულმხურვალედ გულშემატკივრობენ შემდეგ ტურშიც. 

„მადლობა მონაწილე მოსწავლეებს: პავლე კაკოშვილს, გიორგი თიბილაშვილის, ანა ტუღუშს, ნიკა ღვინიაშვილს და მარიამ ხუტუაშვილს.  გისურვებთ წარმატებებს მეორე ტურშიც.

მადლობა პედაგოგებს - ქეთი აბსავას, მზია  ბუღაძესა და თამარ შუბაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203