
მეგობრობა, ემპათია, ერთმანეთის მხარდაჭერა - ეს არის იმ სასკოლო კულტურის ნაწილია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში არსებობს. სწორედ ამ თემაზე ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „არა ძალადობას, არა ბულინგს!“
გარდა პრეზენტაციის, დისკუსიისა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ გადაღებული ფილმი ბულინგის თემაზე სახელწოდებით - „ექო დერეფანში“ სადაც პატარა „მსახიობებმა“ შესანიშნავად მოირგეს როლი და კეთილი და ბოროტი პერსონაჟები განასახიერეს.
მეტად შთამბეჭდავ, აქტუალურ და საინტერესო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თ.ბუღრიძე.
აღსანიშნავია, რომ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: