
ახმეტის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე აისახება.
აღსანიშნავია მე-2ბ კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე - „პირის ნაცვალსახელები და ზმნის პირის ნიშნები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებმა გააცნობიერონ პირის ნაცვალსახელებისა და ზმნის პირის ნიშნების ურთიერთკავშირი, შეძლონ მათი სწორად გამოყენება მეტყველებასა და წერაში.
გაკვეთილი მხიარულად და ინტერაქტიულად წარიმართა.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობების, ფერადი ბარათებისა და თვალსაჩინოებების დახმარებით:
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გრამატიკის სწავლა სახალისოა, როცა სასწავლო პროცესი ასეთი ენთუზიაზმითა და საინტერესოდაა დატვირთული.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი მზია ზუბიევი.
იხილეთ ფოტოები: