„წერილი მარო მაყაშვილს“ - ჭალადიდის საჯარო სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
24-02-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ყოველთვის ეხმაურებიან, თარიღებს რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

23 თებერვალს, სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღეს გამოეხმაურნენ. 

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

მათ შორის იყო 19 წლის მარო მაყაშვილი - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირველი ქართველი ქალი; იგი წითელ ჯვარში მოხალისედ იყო ჩართული და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ღონისძიება სახელწლოდებით - „წერილი მარო მაყაშვილს“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა იუნკრების, მათ შორის მარო მაყაშვილის, მსხვერპლისა და თავგანწირვის პატივისცემას და მათი სამსახურის ისტორიული მნიშვნელობის გაღვიძებას მომავალი თაობებისთვის.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203