
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მაია მოდებაძე შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. მოსწავლე შთამბეჭდავ ლექსებს ქმნის.
მისი ნამუშევრები მკითხველს გულწრფელ, ლამაზ სამყაროში ეპატიჟება. მოსწავლის ლექსებში საუბარია ბუნებაზე, სამშობლოზე, ოცნებებზე... მისი პოეტური ჩანაწერები დიდი ემოციებით არის სავსე. ჩანს ბუნების სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება.
ჩემი სამშობლო
ჩემი სამშობლო ლამაზი, ძველი,
და მაინც ძლიერი, ერთგული, წრფელი,
იბრწყინეთ ვარსკვლავნო მაჩვენეთ გზა,
დროშები მუდამ პეპელას გავს,
მეძახი ჩურჩულით, არ მესმის განა?
მინდა რომ იცოდე მიყვარხარ მარად,
ჩემი სამშობლო ლამაზი, ძველი,
და მაინც ძლიერი, ერთგული, წრფელი.
მაიკო მოდებაძე
16.02.2026წ
იხილეთ მოსწავლის შემოქმედება ბმულზე