
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით, კვლევით პროექტზე მუშაობენ.
მე-10 კლასელები, ბილინგვური განათლების სპეციალისტების ინიციატივით, არაფორმალური განათლების ფარგლებში, მონაწილეობდნენ საინტერესო და სასარგებლო პროექტში.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნობიან პესტიციების, ჰერბიციდებისა და არაორგანული სასუქების მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანზე. გამოიკვლევენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ ნივთიერებების გამოყენების ხერხებსა და უსაფრთხოების დაცვის ჩვევებს. ეცდებიან, იპოვონ გამოსავალი პრობლემების გადასაჭრელად. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაავრცელებენ თავიანთი კვლევის შედეგებს და მოსახლეობას მისცემენ ქიმიკატების მოხმარებასთან დაკავშირებულ რჩევებს.
იხილეთ ფოტოები: