
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეთა მონაწილეობით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა პროექტის - „ქართველი გვირგვინოსნები“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაში გაშუქდა ჩვენი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, ასევე ნაკლებად ცნობილი ისტორიები.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი ნატო კლდიაშვილი გახლავთ.
სკოლაში მადლობას უხდიან მუზეუმის ხელმძღვანელობას გულთბილი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.