სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტი განხორციელდა 
23-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა და იმავდროულად კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ეკატერინე ჩიტაურმა მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ციფრულ არტ-პროექტში -„გააცოცხლე გმირი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისტორიული და ლიტერატურული გმირები თანამედროვე ციფრულ ფორმატში გააცოცხლეს ხელოვნური ინტელექტის, გრაფიკული დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს იყო პროცესი, რომელმაც გააერთიანა კვლევა, ანალიზი, შემოქმედებითი აზროვნება და პრაქტიკული ციფრული უნარები.

ეკატერინე ჩიტაურმა პროფესიონალურად წარმართა მოსწავლეთა მომზადების პროცესი, ხელი შეუწყო იდეების განვითარებასა და თითოეული ნამუშევრის ხარისხიან შესრულებას. მოსწავლეებმა შექმნეს ორიგინალური AI ნამუშევრები, განავითარეს კრიტიკული აზროვნება, ციფრული კომპეტენციები და პრეზენტაციის კულტურა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 21 თებერვალს ინიციატივა მიწვეული იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში , სადაც გაიმართა შეხვედრა თემაზე - „განათლების კოჰაბიტაცია: სკოლა × უნივერსიტეტი × ხელოვნური ინტელექტი“.

უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში ქმნის რეალურ შედეგებს და ახალ შესაძლებლობებს მოსწავლეებისთვის.

კონკურსის დასრულების შემდეგ საქართველოს მასშტაბით მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა ოფიციალური სერტიფიკატი მათი შრომისა და ჩართულობის ღირსეული აღიარება.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ გაბრწყინებული თვალების ხილვა, რომლებიც ასეთი გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი გახდნენ.

განსაკუთრებული მადლობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიის და ქალბატონ თეა მეფარიშვილს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის. შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ეროვნული და საუნივერსიტეტო სივრცეში წარდგენის საშუალება მისცა.

სკოლაში გულითად მადლობას უხდიან კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - ეკატერინე ჩიტაურს პროფესიონალიზმისა და ინოვაციური მიდგომებისთვის, ხოლო მოსწავლეებს აქტიურობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და ღირსეული წარმომადგენლობისთვის.

„ჩვენი სკოლა მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რადგან გვჯერა, რომ განათლების, ხელოვნური ინტელექტისა და შემოქმედების ერთიანობა არის გზა, რომელიც მომავალს ქმნის“,- აღნიშნავს ეკატერინე ჩიტაური. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203