„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, დეტალურ სფეროს - „სოციალურ კეთილდღეობას“ დაემატება „ბავშვთა უფლებები“ და ასევე ჩანაწერში ცვლილებები შეეხება ინგლისურ-გერმანულ ფილოლოგიას:
„ბ.ა) „0231.1.2 ინგლისური ფილოლოგია English Philology“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„0231.1.2 ინგლისური ფილოლოგია/ანგლისტიკა English Philology/Anglistics“;
ბ.ბ) „0231.1.3 გერმანული ფილოლოგია German Philology“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„0231.1.3 გერმანული ფილოლოგია/გერმანისტიკა German Philology/Germanistics“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.