
განათლების კომიტეტმა მშობლებს, რომლებიც მიმდინარე წელს პირველკლალელთა ასაკობრივ ზღვარში გამონაკლისის დაშვებას მოითხოვდნენ, უარი განუცხადა; აქედან გამომდინარე, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა - 16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრის ჩათვლით, შეღავათი აღარ იმოქმედებს.
ასევე ნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ საჯარო სკოლების ბაზაზე მოაწყო სასკოლო მზაობის ჯგუფები:
„სახელმწიფომ 150-მდე საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები, ე.წ. პრესქულები მოაწყო, სადაც ბავშვებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან, მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ“, - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და დასძინა, რომ აღნიშნული ჯგუფები უფასო იქნება.
„ბავშვები შეძლებენ სკოლის ბაზაზე განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ლაშხმა.