„ადმინისტრაცია და პედაგოგები დიდ შრომას დებენ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში“ - ახალქალაქის N4  სკოლის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
23-02-2026

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, წარმოაჩენენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ახლახან, სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წახალისებისთვის დაჯილდოვდნენ. 

პედაგოგებმა, რომელთა მოსწავლეების დიდი ნაწილი „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს, „კინგსისგან“ სიმბოლური პრიზები და ფულადი საჩუქარი მიიღეს. 

დაჯილდოვდნენ შემდეგი პედაგოგები: ნარინე უზუნიაგოჰარ სოღოიანიაღუნიკ კარახანიანი, რუზანა ერემიანიზარინე ზაფოიანი და ნარინე სეირანიანი.

კინგსის“ ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობისთვის ასევე სერტიფიკატები გადაეცათ მოსწავლეებს. 

„ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დიდ შრომას დებენ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში და ახალისებენ მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203