
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და კაცობრიობის მომავალს სუფთა ენერგიასა და ეკოლოგიის დაცვაში ხედავენ. სწორედ, აღნიშნულ თემას მიეძღვნა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროექტი.
„დღეს, მსოფლიო დგას დიდი გამოწვევების წინაშე: ენერგიის გადაჭარბებული მოხმარება, ქალაქების სწრაფი და ხშირად არამდგრადი გაზრდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები. მოსწავლეთათვის ამ თემებზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი არიან მომავალი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. სუფთა ენერგია „მდგრადი ქალაქები, ტქნოლოგიების დახმარება განახლებადი ენერგიისთვის ყველა თაობის ამოცანა უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენი არჩევანი სმარტ ქალაქებია - ნათქვამია პროექტში: „ჩვენი არჩევანი-სმარტ ქალაქები“,- რომლის ხელმძღვანელია ისტ-ის პედაგოგი ირინა მარკოზაშვილი.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-6, მე-4ა და მე-4ბ კლასების მოსწავლეები, ასევე კლუბი „ციფრული მოქალაქე”.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, გაიმდიდრეს ცოდნა, წარმოაჩინეს ტექნიკური უნარ-ჩვევები და გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
იხილეთ ვიდეო: