
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
2-დან 9 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-5ა კლასელებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლომია, დამრიგებელი თამილა იმნაძე) წაიკითხეს გ.კეკელიძის მოთხრობა - „კუპატას თავგადასავალი“, რომელიც ძალიან მოეწონათ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული, გადაწყვიტეს, თავადაც შეექმნათ მათთვის საყვარელი პერსონაჟის ნახატები და გაეცოცხლებინათ ისინი.
კუპატა, კატის კნუტი - კნატი, ბებია გულო, მტირალა გოგო, ციცინათელა, კედლისფერი კაცი, მისი ძმა, მენაყინე, ობოლი ბიჭი წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე მნიშვნელოვანია. კუპატამ საკუთარი ნაფეხურები დატოვა დედამიწაზე, დატოვა იქ, სადაც სიკეთის ძალის ირწმუნა და ადამიანები შეუყვარდა.
მოსწავლეებმა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის ძალა.
იხილეთ ფოტოები: