ეშტიის N2 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა
23-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

21 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის სპორტულ დარბაზში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური თამაშები ფრენბურთში. შეჯიბრში ეშტიის №2 საჯარო სკოლის გოგონების გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

მოსწავლეები მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ. 

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი: ს. აროიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203