
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში საწავლო-შემეცნებითთან ერთად საინტერესო და სახალისოა, პედაგოგები მოსწავლეებს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას სთავაზობენ.
ახლახან, მულახის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა „ჩემი საქართველოს“ გაკვეთილი, მასწავლებელ დიკა გურჩიანის ხელმძღვანელობით.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები სამეგრელოში გავრცელებულ მეურნეობის დარგებსა და ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს გაეცნენ. მათ მოამზადეს და დააგემოვნეს სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული კერძი - ღომი.
ღომი მზადდება სიმინდის ფქვილისგან ან ღერღილისგან და ხშირად მიირთმევა სულგუნთან, საცივთან ან აჯიკასთან ერთად. იგი მეგრული სუფრის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ნაწილია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში საქართველოს კუთხეების ტრადიციების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობასა და პატივისცემის ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები: