
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჭადრაკის მასწავლებლებისთვის ჩაატარებს ონლაინ სემინარს თემაზე: „სკოლაში ჭადრაკის სწავლების კვლევის შედეგების განხილვა და 2026 წლის გამოწვევები“.
სემინარი 2026 წლის 26 თებერვალს - 16:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ჭადრაკის ყველა მასწავლებლისთვის.
დასწრების მსურველებმა მითითებულ დროს გამოიყენეთ Microsoft TEAMS-ის პლატფორმის ბმული:
სემინარი მიეძღვნება გასული წლის შედეგების შეჯამებას, სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების არსებული გამოცდილების გაზიარებას, ასევე 2026 წლის პრიორიტეტებს და შემდგომი განვითარების თემებს.
განხილული იქნება სკოლებში საჭადრაკო კლუბების ჩამოყალიბებისა და ჭადრაკში საქართველოს მოსწავლეთა მესამე სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ჩატარების საკითხები.
სემინარს გაუძღვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში - გიორგი გიორგაძე.
მოწვეული იქნება ნანა იოსელიანი - საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.