
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის, მე-4 კლასის დამრიგებელმა, გერმინე ტონაკანიანმა, თავისი კლასი ნამდვილი შემოქმედებითი სახელოსნოდ იქცა.
თბილ და შემოქმედებით ატმოსფეროში ბავშვებმა, მასწავლებლის დახმარებით, თუმანიანისეული სულისკვეთებითა და შთაგონებით დაამზადეს ფერადი და გამორჩეული, ხელნაკეთი წიგნები. დაწერეს საყვარელი ზღაპრები, გააფორმეს ყდები და ერთმანეთს აჩუქეს ღიმილი და ცოდნა.
აქტივობა ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157-ე წლისთავსა და წიგნის ჩუქების დღეს მიეძღვნა.
„საუკეთესო საჩუქარი წიგნია, ხოლო ყველაზე ძვირფასი-საკუთარი ხელით დამზადებული“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და თანატოლებსაც წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდებენ.
იხილეთ ფოტოები: