
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ქიმიის მოყვარული მოსწავლეები ცოდნას საკლუბო მუშაობის ფარგლებში იღრმავებენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“, რომლებიც მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებში არიან ჩართულნი.
6 თებერვალს, კლუბი - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას სტუმრობდა.
კლუბის მეურვემ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებულ გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ეხებოდა ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს.
გაიმართა „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ პროექტის - „️მომავლის ქალაქის“ პრეზენტაცია.
კლუბის წევრებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარეს და პროექტის პრეზენტაცია საინტერესოდ წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: