ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა სომეხი მწერლისა და პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავი აღნიშნეს და წიგნის ჩუქების დღე მოაწყვეს.
ღონისძიებაში მე- 5, მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, აქეს და ადიდეს მისი შემოქმედება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მეტად საინტერესო გამოვიდა.
„19 თებერვალს ყოველ წელს აღვნიშნავთ დიდი სიყვარულითა და ნათელი სხივით, რომელიც ჩვენს გულებშია“,- აღნიშნავს მასწავლებელი არმინე აბელიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიმართა ესოდენ ლამაზი ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: