
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობაა 180-200, თუმცა იარსებებს 240 კრედიტიანი პროგრამებიც.
განათლების მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ:
„ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის, მათ შორის, ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ – ცენტრი);
ბ) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;
დ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:
ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.დ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ე) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ვ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ზ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.თ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ი) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.კ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ლ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.მ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ნ) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ო) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.პ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ჟ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.რ) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ს) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა“.