გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მოზარდი ემსხვერპლა 
22-02-2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. 

უმძიმესი ტრაგედია, სოფელ მელაანში, 21 თებერვალს მოხდა. „ჰონდას“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, შეჯახების შედეგად  ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შემდეგ ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლო ორმა მოზარდმა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გამოსვლა ვერ შეძლო სამმა მოზარდმა - ისინი ადგილზე დაიღუპნენ. დაღუპულები არიან ორი ბიჭი და ერთი გოგონა - ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლ-ბიძაშვილები არიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელში მდებარე ეკლესიაში იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ავარია ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203