საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება მიულოცა 
20-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროექტებსა და კონკურსებში ახალისებენ.

საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობა ცოდნის გაღრმავებისა და აკადემიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ბავშვების წარმატებას კი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

სკოლაში „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წარმატებულ მოსწავლეებს -  გაბრიელ ხუბულავას, ანასტასია ტურაბელიძესა და ანდრია ტურაბელიძეს დიპლომები პირადად გადასცა და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. 

დაჯილდოება მიზნად ისახავდა მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას და მათი შრომისა და მონდომების დაფასებას.

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203